ევროპის ჩემპიონატი 2020
თურქებმა კვლავ მოიგეს






გუშინ, თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც H ჯგუფში ასპარეზობს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეხუთე ტურის ფარგლებში სტამბოლში, ანდორას მასპინძლობდა და ბეშიქთაშის, ვოდაფონ პარკის სტადიონზე გამართულ მატჩში მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. გოლი თამაშის 89-ე წუთზე ოზან ტუფანმა გაიტანა და ამით ჯგუფში 12 ქულით მეორე ადგილი გაიმყარა. მომდევნო მე-6 მატჩს თურქეთის ნაკრები 10 სექტემბერს მოლდავეთის ნაკრებთან ჩაატარებს. თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში დღემდის გამართული 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა რა, ამჟამად H ჯგუფში 12 ქულით მეორე ადგილზეა
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეჰმეთ ბუიუქექში აირჩიეს

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური პირველი ოთხი მატჩი გამარჯვებით დაასრულა
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური პირველი ოთხი მატჩი გამარჯვებით დაასრულა