სადისციპლინო საბჭომ „გალათასარაის“ ტექნიკური დირექტორი ფათიჰ თერიმი დასაჯა

სადისციპლინო საბჭომ „გალათასარაის“ ტექნიკური დირექტორი ფათიჰ თერიმი 4 მატჩის ჩამოშორებით დასაჯა

1265005
სადისციპლინო საბჭომ „გალათასარაის“ ტექნიკური დირექტორი ფათიჰ თერიმი დასაჯა
thumbs_b_c_69705dd39fcee466e2f6847bf9260cf3.jpg

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო საბჭომ „გალათასარაის“ ტექნიკური დირექტორი ფათიჰ თერიმი 4 მატჩის ჩამოშორებით დასაჯა.

„გალათასარაის“ „ქაისერისპორთან“ გამართულ მატჩში ფათიჰ თერიმის მიერ სპორტსმენისათვის შეუფერებელი განცხადებების გამო მიცემული სასჯელი სათადარიგო  სკამებთან და გასახდელ ოთახში მისვლის აკრძალვასაც მოიცავს.

საბჭომ ასევე თერიმი 19 ათასი ლირითაც დააჯარიმა.

„გალათასარაის“ კლუბის თავმჯდომარემ მუსტაფა ჯენგიზმა პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვტილებაზე მწვავე რეაქცია გამოახატა და დასძინა, რომ მიღებული გადაწყვტილება არ შეეფერება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას.  



მსგავსი ინფორმაციები