რამილ გულიევი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა

იგი საფრანგეთის ეტაპზე გამოვიდა

1258030
რამილ გულიევი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა

 

თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა ათლეტიზმში რამილ გულიევმა, ე.წ. ბრილიანტის ლიგის საფრანგეთში მიმდინარე მე-12 ეტაპზე, მამაკაცთა შორის 200 მეტრის ფინალში მეორე ადგილი დაიკავა. ამ ეტაპის ორგანიზატორია საერთაშორისო ათლეტიზმის ფედერაცია და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა რამილ გულიევმა 200 მეტრი დაფარა 20.01 წამში რა, მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველი ადგილი ამერიკელმა სპორტსმენმა ნოი ლაილეზმა  19.65 მაჩვენებლით დაიკავა და მესამე ადგილი კი კანადელ სპორტსმენს აარონ ბრაუნს ერგო. 4x100 მეტრის კატეგორიაში თურქმა ათლეტებმა მესამე ადგილი დაიკავეს, რაც ასევე დიდი წარმატებაა, ხოლო პირველ-მეორე ადგილებზე კანადელები და ფრანგები გავიდნენ



მსგავსი ინფორმაციები