აფრიკის თასი ალჟირს ერგო

მან ფინალში სენეგალი დაამარცხა

1239308
აფრიკის თასი ალჟირს ერგო

 

ეგვიპტეში დასრულდა აფრიკელი ერების თასის ტურნირი, რომლის ფინალშიც ალჟირმა ანგარიშით 1:0 დაამარცხა  სენეგალის ნაკრები და აფრიკის საფეხბურთო ისტორიაში ალჟირი მეორედ დაეუფლა აფრიკის თასს. წელს 32-ედ ჩატარდა ეს ტურნირი და მისი მოგებული ალჟირის ნაკრები ჯილდოს სახით  4.5 მილიონ დოლარს, ხოლო მეორე ადგილზე გასული სენეგალი კი 2.5 მილიონ დოლარს მიიღებს. ალჟირმა პირველად აფრიკის თასი 1990 წელს მოიპოვა, როცა ფინალში ნიგერია დაამარცხა. ალჟირში ეს გამარჯვება დიდი ზეიმებით აღინიშნა



მსგავსი ინფორმაციები