თურქებმა ფრანგები გაანადგურეს
ბოლო მსოფლიო ჩემპიონი მშრალი ანგარიშით დამარცხდა
1215088
თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ჰ ჯგუფის მესამე ტურში გუშინ საღამოს მსოფლიოს ბოლო ჩემპიონს, საფრანგეთის ნაკრებს, ქალაქ კონიის ცენტრალურ სტადიონზე შეხვდა და იგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა რა, 9 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა. პირველი გოლი თამაშის 30-ე წუთზე ქაან აიჰანმა, ხოლო მე-40 წუთზე კი მეორე გოლი ჯენგიზ უნდერმა გაიტანეს. თურქებმა წინა 2 მატჩიც მოიგეს, 2:0 ალბანეთის და 4:0 მოლდავეთის ნაკრები დაამარცხეს. ამავე ჯგუფში თურქეთის ნაკრებს 11 ივნისს გასვლითი მატჩი აქვს ისლანდიის ნაკრებთან