ლონდონური კლუბები ბაქოში ერთმანეთს უპირისპირდებიან

მატჩი,  თურქეთის დროით  22:00 საათზე დაიწყება

1210318
ლონდონური კლუბები ბაქოში ერთმანეთს უპირისპირდებიან

დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში,  ოლიმპიის სტადიონზე,  UEFA-ს თასის ფინალური მატჩი გაიმართება და ერთმანეთს ლონდონური კლუბები, ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდებიან. შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით მოემსახურება. დღევანდელ მატჩში უეფას ევროპის ლიგაზე პირველი შემთხვევებიც განხორციელდება სადაც VAR-ის სისტემას პირველად გამოიყენებენ. ასევე, გუნდები მიიღებენ მე-4 ცვლილების უფლებას, თუ თამაში დამატებით დროში გადავა.   ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გასამართი მატჩი,  თურქეთის დროით  22:00 საათზე დაიწყება.  გამარჯვებული კლუბი მიიღებს ევროპა ლიგის ოქროს თასს რომელიც 15 კილოგრამს იწონის. ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შემადგენლობისთვის  განკუთვნილი იქნება 40 მედალი. გამარჯვებული ასევე მიიღებს 8,5 მილიონ ევროსა და 2019/2020-ის სეზონის  ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირდაპირ საგზურს.



მსგავსი ინფორმაციები