ბაქო ხვალ უეფას თასის ფინალს უმასპინძლებს

ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი შეერკინება

1209573
ბაქო ხვალ უეფას თასის ფინალს უმასპინძლებს

 

ხვალ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უეფას თასის ფინალური მატჩი გაიმართება და ერთმანეთს ინგლისური კლუბები, ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდებიან. ჩელსიმ ნახევარფინალში ფრანკბურთის აინტრახტი, ხოლო არსენალმა კი ვალენსია დაამარცხა და ასე მოხვდნენ ფინალში. სხვათა შორის ორი ბრიტანული კლუბის უეფას თასის ფინალში მოხვედრა მეორე შემთხვევა, პირველად კი 1972 წელს ტოტენჰემი და ვოლვერჰემპტონი შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ტოტენჰემმა გაიმარჯვა. ხვალინდელი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე თურქეთის დროით  22.00 საათზე დაიწყება და მთავარი მსაჯი, იტალიელი გიანლუჯა როჩი იქნება



მსგავსი ინფორმაციები