2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე  მონაწილეთა რაოდენობა  არ გაიზრდება

2022 წლის 32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი კატარში 21 ნოემბრ-18 დეკემბერს შორის გაიმართება.

1207019
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე  მონაწილეთა რაოდენობა  არ გაიზრდება

FIFA-მ ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის ეროვნული ნაკრებების 48-მდე გაზრდის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ განცხადება,  FIFA-ს ოფიციალური საიტზეა გამოქვეყნებული, რომელიც  იტყობინება, რომ 2022 წელს კატარში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 32-დან  48 ნაკრებამდე არ გაიზრდება. ადრე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ არსებობდა შანსი,  ტურნირი გაფართოებულიყო  და მატჩების ნაწილისთვის კატარის მეზობელ სახელმწიფოებს ემასპინძლა.  ინფანტინომ, ამასთან, აღნიშნა, რომ 48-გუნდიანი მუნდიალი აუცილებლად გაიმართება 2026 წელს.  32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება. 2022 წლის 32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი კატარში 21 ნოემბრ-18 დეკემბერს შორის გაიმართება.  


საკვანძო სიტყვები: #FIFA , #2022 წლის მუნდიალი , #კატარი

მსგავსი ინფორმაციები