პირველი ფინალისტი ლივერპული გახდა

მეორე ფინალისტი, დღეს ამსტერდამში გასამართ,  აიაქს-ტოტენჰემის მატჩის შედეგის მიხედვით გახდება ცნობილი.

1197336
პირველი ფინალისტი ლივერპული გახდა
2019-05-07T194858Z_438371037_RC1D22167010_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-LIV-FCB.JPG
2019-05-07T190847Z_1723132572_RC117B02B1B0_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-LIV-FCB.JPG
2019-05-07T192002Z_2042697024_RC158075A390_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-LIV-FCB.JPG
2019-05-07T205826Z_185276197_RC1C29EFDBD0_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-LIV-FCB.JPG
2019-05-07T204322Z_1763019074_RC1910D3CE60_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-LIV-FCB.JPG

გუშინ, გამართულ  UEFA-ს  ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ საპასუხო მატჩში ინგლისის ლივერპულმა ესპანეთის ბარსელონას უმასპინძლა რა, სტუმრები ლეგენდარული თამაშით 4-0 დაამარცხა და ფინალში გასვლის  უფლებაც მოიპოვა. ლივერპულის გოლები ორიგი (2) და ვეინალდუმ (2) გაიტანეს. ამ ორ კლუბს შორის ბარსელონაში გამართული პირველი შეხვედრა,  კატალანებს 3-0 ჰქონდათ მოგებული.

რაც შეეხება მეორე ფინალისტს, დღეს ამსტერდამში გასამართ,  აიაქს-ტოტენჰემის მატჩის შედეგის მიხედვით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ამ ორ კლუბს შორის ინგლისში გამართული ნახევარფინალური პირველი შეხვედრა აიაქსმა   1-0 მოიგო.  

2018-2019 წლის სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები