დიეგო გოდინი მადრიდის ატლეტიკოს ცრემლებით დაემშვიდობა
დიეგო გოდინი მადრიდის ატლეტიკოს ცრემლებით დაემშვიდობა
1197426
ურუგვაელი ფეხბურთელი დიეგო გოდინი მადრიდის ატლეტიკოს, რომლის კაპიტანიც იყო და 9 სეზონის მანძილზე აქ თამაშობდა, ცრემლებით დაემშვიდობა და იტალიის კლუბ ინტერში გადავიდა.
გოდინს სეზონის ბოლოს ატლეტიკო მადრიდთან შეთანხმება ეწურება. ინტერში გადასვლასთან დაკავშირებით მან პრესკონფერენცია გამართა და ესპანურ კლუბს გამოემშვიდობა.
ფეხბურთელის თქმით, მისი არჩევანი ყოველთვის მადრიდის ატლეტიკო იყო, კლუბთან შეთანხმების მიღწევას შეეცადა, თუმცა მას შემდეგ რაც შედეგს ვერ მიაღწია, ინტერიდან მიღებულ შეთავაზებას დასთანხმდა.
„გამომშვიდობება ძნელია. თუმცა იმ წვლილის გამო რაც ამ გუნდ მოვუტანე, აქედან თავაწეული მივდივარ. ამ კლუბის ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ“-აღნიშნა დიეგო გოდინიმ.