ბუდაპეშტი ევროპელ მოჭიდავეებს მასპინძლობს

თურქებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს

1180684
ბუდაპეშტი ევროპელ მოჭიდავეებს მასპინძლობს

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. თურქეთის ეროვნული ნაკრებიდან პირველი ოქროს მედალი 57 კგ-ის წონით კატეგორიაში გამოსულმა სულეიმან ათლიმ მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუსი მუსლიმ სადულაევი დაამარცხა. მეორე ოქროს მედალი კი 70 კგ წონით კატეგორიაში გამოსულმა მუსტაფა ქაიამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში აზრბაიჯანელ აღაჰუსეინ მუსტაფაევს სძლია. აღსანიშნავია, რომ ამ ორივე თურქმა მოჭიდავემ პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული. 65 კგ წონითი კატეგორიის ფინალში კი თურქი სელაჰეტტინ ქილიჩსალლიანი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. 79 კგ წონით კატეგორიაში თურქეთის წარმომადგენელმა მუჰამმედ ნური ქოთანოღლუმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 



მსგავსი ინფორმაციები