რომის პაპმა მესსის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა

“ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება“

1175640
რომის პაპმა მესსის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა

 

რომის პაპმა ფრანცისკამ, მასავით არგენტინელი თანამემამულის, საფეხბურთო სამყაროს ნომერ პირველ ფეხბურთელად აღიარებული ლიონელ მესსის შესახებ დასმულ კითზვაზე თავისი შეხედულება გამოთქვა. ესპანურ ტელევიზია La Sexta-ში სტუმრად ყოფნისას, რომის პაპს ჰკითხეს, თუ რამდენად მკრეხელობად ითვლება  ის ფაქტი, რომ ლიონელ მესსის ბევრი ფანი ღმერთად მოიხსენიებს. ამაზე რომის პაპმა ასეთი პასუხი გასცა: ”თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს მკრეხელობაა. ვფიქრობ, რომ საქმე სხვა რამეშია – ხალხი ამბობს, რომ მესსი ღმერთია, თუმცა ამას ისეთივე გაგებით აცხადებენ, როგორიცაა “გაღმერთება”. თუმცა, ეს გამართლება არ არის, მხოლოდ ღმერთის გაღმერთებაა შესაძლებელი. ეს უბრალოდ საუბრის სტილია, ისინი ასე გამოხატავენ საკუთარ გაოცებას – მესი ღმერთია, ოღონდ ბურთით მოედანზე. რასაკვირველია, მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნებაა, რადგან, იგი მართლაც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ღმერთი არ არის და ამიტომ მისადმი თაყვანისცემაც არ შეიძლება, რადგან, ადამიანებმა მხოლოდ ღმერთს უნდა სცენ თაყვანი”



მსგავსი ინფორმაციები