ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალისტები გამოვლინდა

UEFA-ს  ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს ჩატარდება

2019-03-13T214107Z_1598636592_RC1912EC41E0_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-BAY-LIV.JPG
2019-03-13T214213Z_459123621_RC17D58FA3E0_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-BAY-LIV.JPG
2019-03-13T220208Z_832077940_RC1AA4424260_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-BAY-LIV.JPG
00016237509.jpg
00016237630.jpg
00016237821.jpg

გუშინ,  UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო  მერვედფინალური ბოლო  ორი მატჩი გაიმართა. ესპანეთის კლუბ, ბარსელონამ  გუშინ საფრანგეთის  ოლიმპიკ ლიონს უმასპინძლა. ამ ორ კლუბს შორის საფრანგეთში  გამართული შეხვედრა ფრედ 0-0 იყო დასრულებული რა, გუშინდელ მატჩში ბარსელონამ საკუთარი გულშემატკივარის წინაშე მეტოქე,  5-1 დაამარცხა. ბარსელონას გოლები მესი (2), კუტინიომ, პიკემ და დემბელემ გაიტანეს, ხოლო ოლიმპიკ ლიონის ერთადერთი გოლი, ტუსარიმ გაიტანა.  გუშინდელი ანგარიშის მიხედვით მეოთხედ ფინალშიც სწორედ, რომ ბარსელონამ შესძლო გასვლა.

მეორეს მხრივ, გუშინ გათამაშებულ მეორე საპასუხო მერვედფინალურ მატჩში გერმანიის ბაიერნმა, ინგლისის ლივერპულს უმასპინძლა რა, სტუმრებთან ანგარიშით 3-1 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.  ლივერპული კი  მეოთხედფინალში გავიდა.

UEFA-ს  ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს ჩატარდება.



მსგავსი ინფორმაციები