ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩები გრძელდება

მიმდინარე სეზონის ბოლო ორი მეოთხედფინალისტი დღეს გასამართი მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი

1162249
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო  მატჩები გრძელდება
2019-03-12T204338Z_1569550799_RC1161588D90_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-MCI-S04.JPG
2019-03-12T211603Z_48739956_RC11D92B2740_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-MCI-S04.JPG
2019-03-12T214446Z_1116432388_RC14AB613D50_RTRMADP_3_SOCCER-CHAMPIONS-MCI-S04.JPG
00016229465.jpg
00016229508.jpg

გუშინ,  UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალური კიდევ ორი მატჩი გაიმართა. იტალიის კლუბ, იუვენტუსმა გუშინ ესპანეთის ატლეტიკოს უმასპინძლა. ამ ორ კლუბს შორის ესპანეთში გამართული შეხვედრა ატლეტიკოს 2-0 ჰქონდა მოგებული. მაგრამ,  საპასუხო  1/8-ფინალურ მატჩში „იუვენტუსმა“ „ატლეტიკო“  3-0 დაამარცხა  და მეოთხედფინალში გავიდა. იუვენტუს-ატლეტიკოს მატჩში, კრისტიანო რონალდომ  ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორეს მხრივ, გუშინ გათამაშებულ მეორე საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ინგლისის კლუბ, მანჩესტერ სიტიმ გერმანიის შალკე 04-ს უმასპინძლა და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე 7-0 დაამარცხა. ამ კლუბებს შორის გამართული პირველი შეხვედრა 3-2 ჰქონდა მანჩესტერ სიტის  გამარჯვებული რა,   მეოთხედფინალშიც მან გავიდა. დღეს,  UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება რა, ბოლო მეოთხედფინალისტებიც  ცნობილი გახდება. დღევანდელ მატჩებში ერთმანეთს ბარსელონა-ოლიმპიკ ლიონი, ბაიერნი-ლივერპული დაუპირისპირდებიან.  



მსგავსი ინფორმაციები