ზიდანის მეორედ მოსვლა „რეალში“

„რეალმა“ ზიდანთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა

ზიდანის მეორედ მოსვლა „რეალში“

ესპანეთის ლა ლიგის კლუბებიდან „რეალ“-მა მთავარ მწვრთნელად ფრანგი ზინედინ ზიდანი მოიყვანა. ეს ზიდანის „რეალში“ მწვრთნელად მეორედ მოსვლა გახლავთ. მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე ზინედინ ზიდანის დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.   46 წლის ზიდანმა  სანტიაგო სოლარი შეცვალა. „რეალმა“ ზიდანთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პირველად ზიდანი „რეალს“ 2016 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში და ორნახევარ სეზონში გუნდს  სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი,  ესპანეთის სუპერთასი, ორ-ორჯერ UEFA-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. რეალი,   ლა ლიგაში 27-ე კვირის ფარგლებში 51 ქულას ფლობს და ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება.



მსგავსი ინფორმაციები