კალათბურთში ეროვნული ნაკრები ჯგუფურ ბოლო მატჩს ესპანეთთან გამართავს

თურქეთმა ესპანეთი,  ანკარაში გამართულ პირველ შეხვედრაში  ანგარიშით 71-67 დაამარცხა

1151326
კალათბურთში ეროვნული ნაკრები ჯგუფურ ბოლო მატჩს ესპანეთთან გამართავს

თურქეთის კალათბურთის  ეროვნული ნაკრები, რომელიც I ჯგუფში ასპარეზობს,  FIBA 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ბოლო მატჩს ხვალ ესპანეთთან გამართავს. ესპანეთის, სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციაში გასამართი მატჩი,  თურქეთის დროით 21:30 საათზე დაიწყება. თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის 31 აგვისტო,  15 სექტემბერს შორის ჩინეთში გასამართ FIBA 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება ჯგუფური მეოთხე მატჩის შემდეგ ისედაც მოიპოვა. იმ შემთხვევაში თუ,  თურქეთის  ეროვნული ნაკრები თუ ხვალ ესპანეთს დაამარცხებს, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ლიდერის პოზიციით გაემგზავრება. შეგახსენეთ, რომ თურქეთმა ესპანეთი,  ანკარაში გამართულ პირველ შეხვედრაში  ანგარიშით 71-67 დაამარცხა.



მსგავსი ინფორმაციები