უეფას საპასუხო მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება

თურქული კლუბები ზეგ ითამაშებენ

1148281
უეფას საპასუხო მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება

 

უეფას ევროპის ლიგაში ხვალ და ზეგ საპასუხო მატჩები გაიმართება და ხვალ, პირველები მოედანზე სევილიისა და ლაციოს კლუბები გამოვლენ.

თურქეთის წარმომადგენლებს, ფენერბახჩეს და გალათასარაის ზეგ აქვთ გასვლითი მატჩები და ფენერბახჩე ზენიტს, გალათასარაი კი ბენფიკას შეხვდება.

ამ კლუბებს შორის პირველი თამაშები ასე დასრულდა. ფენერბახჩემ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა ზენიტი და ამ უპირატესობით დაიწყებს საპასუხო შეხვედრას, ხოლო გალათასარაი 2:1 დამარცხდა ბენფიკასთან და რევანშის აღებას შეეცდება



მსგავსი ინფორმაციები