2019 წლის აზიის ჩემპიონი გამოვლინდა
კატარმა იაპონია 3-1 დაამარცხა
1137361
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ დაბიში აზიის ჩემპიონი გამოვლინდა. აზიის თასის ფინალური მატჩი იაპონიასა და კატარს შორის გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში პირველად ფინალში გასულმა კატარმა იაპონია 3-1 დაამარცხა და აზიის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.