ტრაგედია ფეხბურთის სტადიონზე
მეხის დაცემას 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა
1130633
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო ბურუნდიში, საფეხბურთო მატჩის დროს მეხი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ფეხბურთელი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ყველაზე მრავალ მოსახლეობიან ქალაქ ბუჟუმბურადან 120 კილომეტრის მოშორებით მდებარე ნგოზის დასახლების სტადიონზე, საფეხბურთო მატჩის დროს დაეცა მეხი მოთამაშეებს და მათგან 2 ადგილზევე, 2 საავადმყოფოში მიყვანისას დაიღუპნენ, ხოლო კიდევ 2 დაშავებულის მკურნალობა კი გრძელდება