ლივერპულმა სალაჰის პენალტით გაიმარჯვა

მუჰამედ სალაჰმა გოლი პენალტიდან გაიტანა

1124566
ლივერპულმა სალაჰის პენალტით გაიმარჯვა

გუშინ, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „ლივერპულმა“  გასვლით მატჩში „ბრაიტონ“-ს 1-0 სძლია.  ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში კერძოდ კი, 50-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გაიტანა.  ლივერპულმა გუშინდელი მატჩის შემდეგ 57 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ლივერპული  მე-2 ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტი“-ს  7 ქულით უსწრებს, რომელიც დღეს  „ვულვერჰემპტონს“ მასპინძლობს.



მსგავსი ინფორმაციები