ტრაბზონსპორმა 2018 წელი გამარჯვებით დაასრულა
ტრაბზონსპორმა 2018 წელი გამარჯვებით დაასრულა
1112303
2018-2019 წლის თურქეთის სუპერლიგაში ტრაბზონსპორმა სეზონის პირველი ნახევრის ბოლო მატჩში საკუთარ სტადიონზე, ჩაიქურ რიზესპორს უმასპინძლა რა, იგი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. ტრაბზონსპორის გოლები 24-ე და 68-ე წუთებზე აბდულქადირ ომურმა, 79-ე წუთზე ჰუგო როდელეგამ და 90+3 წუთზე ენვაკაემემ გაიტანეს. ჩაიქურ რიზესპორის ერთადერთი გოლი კი 84-ე წუთზე უმარ ამინუმ გაიტანა. გუშინდელი მატჩების შედეგებით ტრაბზონსპორი ლიგაში 29 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ჩაიქურ რიზესპორი 12 ქულით ბოლო ადგილზე.