რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
დოპინგის სკანდალის გამო რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვიტალი მუტკომ თანამდებობა დატოვა
1110788

რუსეთში ზედიზედ მომხდარი დოპინგის სკანდალის გამო ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვიტალი მუტკომ თანამდებობა დატოვა.
მუტკომ გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირის შეკრებაზე მიიღო.
აღნიშნულ მოვალეობას დროებით თებერვლის თვეში გასამართ კონგრესამდე რუსეთის ლიგათა გაერთიანების პრეზიდენტი სერგეი პრიადკინი შეასრულებს.
ოლიმპიურმა კომიტეტმა მომხდარი დოპინგის სკანდალის შემდეგ ვიტალი მუტკოს სამუდამოდ აუკრძალა ფეხბურთთან კავშირი.
მუტკო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2018 წლის მსოფლიო თასის რუსეთში ჩატარებაში, ამავდროულად ვიცეპრემიერის მოვალეობასაც ასრულებს.