თურქი მოჭიდავე ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბუსე თოსუნმა ფინალში რუმინელ მეტოქეს სძლია

1089734
თურქი მოჭიდავე ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 23-წლამდე ქალთა შორის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი  მიმდინარეობს.

ჩემპიონატის მეხუთე დღეს, 72 კილოგრამის წონით კატეგორიაში თურქი მოჭიდავის, ბუსე თოსუნის მეტოქე ფინალში რუმინელი ალექსანდრა ნიკოლეტა იყო და იგი სუფთა ანგარიშით, 10:0 დაამარცხა რა, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გუშინ კი, 76 კგ წონით კატეგორიაში აიშეგულ ოზბებეის მეტოქე ფინალში, ჩინელი პა ლიჰა იყო და მასთან ტექნიკური ქულებით დამარცხდა რა, მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასე რომ, თურქ მოჭიდავე ქალთა ნაკრებმა ბუქარესტში 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ოქროს მედლის მფლობელ ბუსე თოსუნს და ბუქარესტში გამარჯვება მიულოცა.



მსგავსი ინფორმაციები