უეფას ერთა ლიგაში მესამე ტურის მატჩები ჩატარდა

საქართველოს ნაკრებმა ანდორა დაამარცხა

1068286
უეფას ერთა ლიგაში მესამე ტურის მატჩები ჩატარდა

 

UEFA-ს  ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩების ფარგლებში ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები მიიღო და მშრალი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე გამართულ ამ მატჩის მთავარი არბიტრი თურქი ჯუნეით ჩაქირი იყო.

გუშინ გათამაშებული სხვა მატჩები ასე დასრულდა: საქართველო ანდორა 3:0, სლოვაკია-ჩეხეთი 1:2, ირლანდია-დანია 1:1, ბულგარეთი-სამხრეთ კვიპროსი 2:1, ლატვია-ყირგიზეთი 1:1, სომხეთი-გიბრალტარი 0:1. თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც B ლიგის მეორე ჯგუფში ასპარეზობს, დღეს რუსეთთან გასვლით მატჩს სოჭში გამართავს. მატჩი თურქეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება და იგი  TRT 1-ის არხით პირდაპირ იქნება ტრანსლირებული.



მსგავსი ინფორმაციები