ნურმაგომედოვმა ნოკაუტით დაამარცხა მაკგრეგორი

ორთაბრძოლა რინგის გარეთაც გაგრძელდა

1064521
ნურმაგომედოვმა ნოკაუტით დაამარცხა მაკგრეგორი

 

შერეული საბრძოლო ხელოვნების მსუბუქ კატეგორიაში მებრძოლმა დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ირლანდიელი მეტოქე კონორ მაკგრეგორი.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასრულების კვალდაკვალ ნურმაგომედოვი რინგს გადაახტა და დარბაზში მყოფ მაკგრეგორის მეგობრებსაც სცემა.

მატჩის შემდეგ დაღესტნელმა სპორტსმენმა განაცხადა: “კონორმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს რელიგიას, ჩემს ქვეყანას, მამაჩემს.  არავის არ აქვს სხვისი რელიგის და ქვეყნის შეურაცხყოფის უფლება".

შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თავჯდომარემ დანა უიტმა განაცხადა, რომ ნურმაგემედოვის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.

ნურმაგომედოვი 1988 წელს დაღესტანში დაიბადა და მისი ამ გამარჯვების შემდეგ მთელი დაღესტანის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და ასე იზეიმეს თანამემამულის გამარჯვება.

შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჰაბიბი 27 ჯერ გამოვიდა რინგზე და ყველა მათგანი მოიგო



მსგავსი ინფორმაციები