თურქმა მოკრივემ ქართველი მეტოქე დაამარცხა

ალტაი საკონტინენტთაშორისო ოქროს მედლის მფლობელი გახდა

1050480
თურქმა მოკრივემ ქართველი მეტოქე დაამარცხა

 

გერმანიაში მცხოვრებმა თურქმა მოკრივემ შუქრუ ალტაიმ,  მსუბუქ მძიმე წონაში ქართველი მეტოქე გერისო ადუაშვილი  ნოკაუტით დაამარცხა და საკონტინენტთაშორისო ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გერმანიის ქალაქ ლუდვიგშაფენში ჩატარებულ მატჩში, 34 წლის ალტაი, რომელიც პროფესიულ კარიერაში ჯერ არ დამარცხებულა, 20 წლის გერისო ადუაშვილს, რომელმაც რვა პროფესიონალური მატჩი ნოკაუტით მოიგო, შეხვდა და მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა რა, ასე გახდა საკონტინენტთაშორისო ოქროს ქამრის მფლობელი.

თურქი მოკრივე 2017 წლის აქეთ რიგით მეექვსე შეჯიბრზე გამოვიდა და ყველა ასპარეზობა ნოკაუტით მოიგო



მსგავსი ინფორმაციები