კოლინამ პირადი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა
UEFA-ს სამსაჯო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ პირადი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა
1024539
ევროპის ფეხბურთის ფედერაციების კავშირის UEFA-ს სამსაჯო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ პირადი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა.
UEFA-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლინას ადგილზე რობერტო როზეტი დანიშნეს.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 1998-2003 წლებში ზედიზედ ექვსჯერ „მსოფლიოს საუკეთესო მსაჯად“ დასახლებული კოლინა 1988-2005 წლებს შორის ასრულებდა მსაჯის მოვალეობას.
კოლინა UEFA-ს სამსაჯო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2008 წელში „წლის მსაჯად“ არჩეული 50 წლის როზეტი, 2006-2009 წლებში იტალიაში ზედიზედ 4 წელი იქნა დასახელებული საუკეთესო მსაჯად.