რონალდო ოფიციალურად გახდა იუვენტუსის წევრი

ქრისტიანო რონალდომ იუვენტუსთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

1013947
რონალდო ოფიციალურად გახდა იუვენტუსის წევრი

იტალიის სერია A-ს კლუბებიდან,  იუვენტუსში გადასულმა პორტუგალიელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ მედშემოწმება გაიარა და იუვენტუსმა მას პრეზენტაციაც მოუწყო. პრეზენტაციის დროს რონალდომ ჟურნალისტებს განუცხადა: „მე მინდა დავტოვო კვალი ამ კლუბში. ყველას სურს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ჩვენ გვსურს ყველა თასის მოგება და იუვენტუსის გამარჯვებისათვის ყველაფერს გავაკეთებ“.  იუვენტუსის წევრმა რონალდომ ასევე განაცხადა, რომ რეალისგან წამოსვლის გამო არ ნანობს. შეგახსენებთ, რომ  ქრისტიანო რონალდომ იუვენტუსთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.



მსგავსი ინფორმაციები