რუსეთის შემდეგ ხორვატიაც გავიდა მეოთხედფინალში

ხორვატიამაც პენალტებით მოიგო

1003637
რუსეთის შემდეგ ხორვატიაც გავიდა მეოთხედფინალში

 

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ, ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე  მერვედ ფინალური  მატჩი გაიმართა ხორვატიისა და დანიის ნაკრებებს  შორის რა, ამ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ანგარიშით 3:2 ხორვატიამ გაიმარჯვა და მეოთხედ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსეთი იქნება

დღეს კიდევ ორი მერვედ ფინალური მატჩი გაიმართება. 17:00 საათზე სამარაში ერთმანეთს ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები შეხვდებიან, ხოლო როსტოვში კი ბელგია-იაპონიის შეხვედრა შესდგება და ეს მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ორივე მატჩი პირდაპირ ტრანსლირებულ იქნება TRT1, TRT 4K და fifa2018.trtspor.com.tr არხებიდან



მსგავსი ინფორმაციები