მუნდიალი 2018
კოლუმბიის გამარჯვებამ ყველაზე მეტად იაპონელები გაახარა
1002288
რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ საღამოს მორიგი მატჩები გაიმართა ჯგუფებში.
ზ ჯგუფში ერთმანეთს ბელგიის და ინგლისის ნაკრებები კალინინგრადის სტადიონზე შეხვდნენ და ეს თამაში ბელგიელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.
ამ მარცხის მიუხედავად მომდევნო ტურში ბელგიასთან ერთად ინგლისიც გავიდა და ბელგია-იაპონიას, ხოლო ინგლისი კოლუმბიას შეხვდება.
თ ჯგუფის ბოლო მატჩში კოლუმბიამ სენეგალი 1:0 დაამარცხა და ისე მოხვდა მომდევნო ეტაპზე.
ამ ჯგუფში მოთამაშე იაპონია მართალია პოლონეთთან 0:1 დამარცხდა, მაგრამ, მასთან ერთად 4 ქულის და ერთნაირი ბურთის სხვაობის მქონე სენეგალთან შედარებით უფრო ნაკლები ყვითელი ბარათი ჰქონდა და მისი წყალობით მოხვდა მომდევნო ეტაპზე