მუნდიალი 2018
ურუგვაიმ რუსეთის ნაკრები გაანადგურა
999764
რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ზოგიერთ ჯგუფებში ბოლო მატჩები ჩატარდა.
ა ჯგუფში მასპინძელი რუსეთი ანგარიშით 3:0 დამარცხდა ურუგვაის ნაკრებთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომდევნო ეტაპზე ამ ჯგუფიდან ეს ორი ნაკრები გავიდა.
ბ ჯგუფში მოთამაშე ესპანეთს ძალიან რთული თამაში ჰქონდა მაროკოსთან და ბოლო წუთზე ასპასის მიერ გატანილი გოლის წყალობით მიაღწია ფრეს, ანგარიშით 2:2 და ძლივს შესძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა, სადაც მისი მეტოქე რუსეთი იქნება და თამაში 1 ივლისს მოსკოვში გაიმართება.
ამ ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასულმა პორტუგალიამ ფრედ დაასრულა ირანთან და იგი ურუგვაის 30 ივნისს სოჭში შეხვდება.
გუშინ, საუდის არაბეთმა 2:1 მოუგო ეგვიპტეს, მაგრამ, ორივე ნაკრები გამოეთიშა ჩემპიონატს