მუნდიალი 2018
რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა
რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე გუშინ ბ ჯგუფში გაიმართა შეხვედრა და სოჭის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მრისხანე პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები.
ეს მეტად დაძაბული და საინტერესო მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა და პორტუგალიიდან სამივე გოლი რონალდომ გაიტანა რა, ამით პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა ამ ჩემპიონატზე, ხოლო ამის პარალელურად მსოფლიოში, პელეს, მიროსლავ კლოსეს და ივე სეელერის შემდეგ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლები.
ესპანეთის გოლები კი 24-ე და 55-ე წუთებზე დიეგო კოსტამ, ხოლო 58-ე წუთზე კი ნაჩომ გაიტანა.
გუშინ ირანმა 1:0 სძლია მაროკოს და ამავე ანგარიშით ურუგვაიმ ეგვიპტე დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 4 მატჩი შესდგება.
თურქეთის დროით 13:00 საათზე საფრანგეთ-ავსტრალიის მატჩია, 16:00 საათზე არგენტინა-ისლანდიის, 19:00 საათზე პერუ-დანიის და 22:00 საათზე კი ხორვატია ნიგერიის მატჩებია