მორიგი მუნდიალი საზეიმო ცერემონიით დაიწყო

მასზე სიმღერები შეასრულეს რობი უილიამსმა და აიდა გარიფულინმა

992933
მორიგი მუნდიალი საზეიმო ცერემონიით დაიწყო

 

ფეხბურთის ყველაზე უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიფა-ს მსოფლიო თასის გახსნის ცერემონია გუშინ მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გამართული კონცერტით გაიხსნა, რომელზედაც პოპულარული სიმღერები შეასრულეს  ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა და რუსეთის ოპერის შემსრულებელმა აიდა გარიფულინმა.

ლუჟნიკზე ოვაციებმა კულმინაციურ წერტილს მიაღწია, როცა ბრაზილიის ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო ერთ ბავშვთან ერთად ხელიხელჩაკიდებული შევიდა, ხოლო ამის პარალელურად საცეკვაო შოუმაც გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ამის შემდეგ მისალოცი სიტყვებით გამოვიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ფიფას ხელმძღვანელი გიანნი ინფანტინო, რომლებმაც მოთამაშეებს წარმატებები, ხოლო გულშემატკივრებს დაუვიწყარი დასვენება და გართობა უსურვეს.

მუნდიალი 1 თვეს გასტანს და იგი 15 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება



მსგავსი ინფორმაციები