თურქეთ-რუსეთის მატჩი დღეს გაიმართება

მატჩი თურქეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება

986588
თურქეთ-რუსეთის მატჩი დღეს გაიმართება

თურქეთის ეროვნული  საფეხბურთო ნაკრები დღეს, რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩი მოსკოვში, ცსკა-ს  სტადიონზე თურქეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი  პირდაპირ ტრანსლაციას  ტელეარხები  Kanal D და  S Sport-ი უზრუნველყოფენ.  რუსეთის მასპინძლობით გასამართ 2018 წლის FIFA-ს  მსოფლიო ჩემპიონატში, მონაწილე  რუსეთი A ჯგუფში ურუგვაის, საუდის არაბეთს და ეგვიპტეს ნაკრებებს  დაუპირისპირდება. თურქეთის და რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები მიმდინარე წელს კიდევ ორ შეხვედრას,  7 სექტემბერს და 14 ოქტომბერს გამართავენ.



მსგავსი ინფორმაციები