ხვალ ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩია

რეალის და ლივერპულის მატჩს კიევი უმასპინძლებს

978962
ხვალ ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩია

 

ხვალ უეფას ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ინგლისის ლივერპული შეხვდებიან. ეს თამაში კიევის სტადიონზე გაიმართება და მთავარი მსაჯი სერბი მილორად მაზიჩი იქნება.

ესპანური კლუბი ორი წელია ზედიზედ ეუფლება ამ თასს და მთლიანობაში 12 ჯერ დაეუფლა მას, ხოლო ლივერპულმა კი უკანასკნელად 2005 წელს სტამბოლში მოიპოვა და ამ თასის 5 გზის მფლობელია.

თამაში თურქეთის დროით 21:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლირებულ იქნება TRT 4 K და  TRT 1 არხებით.



მსგავსი ინფორმაციები