სუპერლიგის ჩემპიონი გალათასარაი გახდა

ამით მან 21-ე ჩემპიონობა იზეიმა

975000
სუპერლიგის ჩემპიონი გალათასარაი გახდა
galatasaray
Galatasaray v.jpg
Galatasaray  0.jpg
Galatasaray ..jpg

 

თურქეთის Spor Toto სუპერ ლიგაში გუშინ, სეზონის ბოლო მატჩები ჩატარდა და სტამბოლის გალათასარაიმ გასვლით მატჩში ანგარიშით 1:0 დაამარცხა რა იზმირის გოზთეფე, 75 ქულა მოაგროვა და 21-ედ მოიპოვა ლიგის ჩემპიონობა.

ეს ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გომისმა გაიტანა და საერთო ჯამში 29 გოლით ლიგის ბომბარდირი გახდა.

ამ კლუბის ტექნიკური მწვრთნელი ფატიჰ თერიმია და მისი თავკაცობით გალათასარაიმ მეშვიდედ მოიპოვა ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონთა ლიგაშიც თურქეთს იგი წარადგენს.

მეორე და მესამე ადგილები სტამბოლის ფენერბახჩემ და მედიპოლ ბაშაქშეჰირმა დაიკავეს.



მსგავსი ინფორმაციები