ევროპელი სკაუტები იუსუფ იაზიჯის დააკვირდებიან

1 აპრილს, სტამბოლში გალათასარაი-ტრაბზონსპორის დერბი მატჩი გაიმართება

939330
ევროპელი სკაუტები იუსუფ იაზიჯის დააკვირდებიან

1 აპრილს, სტამბოლში გალათასარაი-ტრაბზონსპორის დერბი მატჩისთვის ევროპის უმსხვილესი შვიდი კლუბის სკაუტები   ტრაბზონსფორის ნახევარმცველ, იუსუფ იაზიჯის დააკვირდებიან.  ტრაბზონსპორში თამაშით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპის კლუბებიდანაც დიდი ყურადღების მიმქცევ 21 წლის იაზიჯიმ მიმდინარე სეზონში  25 მატჩში – 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. იუსუფ იაზიჯი ასევე ეროვნულ ნაკრებში თამაშითაც დიდ ყურადღებას იპყრობს. UEFA-ს მიერ 2018 წელს ყურადღების ცენტრში აყვანილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის იაზიჯი მეორე ადგილზეა.  1 აპრილს სტამბოლში გასამართ გალათასარაი-ტრაბზონსპორის მატჩზე იუსუფ იაზიჯის ევროპის საფეხბურთო კლუბებიდან ინგლისის არსენალის, მანჩესტერ სიტის, ესპანეთის ბარსელონას, მადრიდის ატლეტიკოს, გერმანიიდან ბორუსია დორტმუნდის, შალკე  04-ის და საფრანგეთიდან მონაკოს სკაუტები დააკვირდებიან.



მსგავსი ინფორმაციები