თურქეთის მეტოქე მონტენეგრო იქნება

თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მეორე მოსამზადებელ გასვლით მატჩში ხვალ მონტენეგროს შეხვდება

937461
თურქეთის მეტოქე მონტენეგრო იქნება

თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მეორე მოსამზადებელ გასვლით მატჩში ხვალ მონტენეგროს შეხვდება.

ქალაქ პოდგორიცას სტადიონზე გასამართი შეხვედრა თურქეთის დროით 20.10 საათზე დაიწყება და TRT 1-ით პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

შეხვედრის მსაჯი სერბეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მილორად მაზიკი, მისი დამხმარეები კი მილოვან რისტიკი და დალიბორ იურდჟევიცი იქნებიან.

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა პარასკევს ირლანდიის რესპუბლიკასთან ანტალიაში გამართული მოსამზადებელი შეხვედრა 1-0 მოიგო.    


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მონტენეგრო , #ფეხბურთი

მსგავსი ინფორმაციები