თურქი ფეხბურთელი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჯენგიზ უნდერი რომის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს

926441
თურქი ფეხბურთელი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

 

თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯენგიზ უნდერი, რომელიც იტალიის პირველი საფეხბურთო ლიგის (Serie A) კლუბ რომის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, თებერვლის თვის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

ამ კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქ ფეხბურთელს ოფიციალურად მიულოცეს ეს წარმატება.

"ჯენგიზ უნდერმა თებერვალში 5 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, რითაც დიდი წვლილი შეტანა ამ კლუბის სერიულ გამარჯვებებში“, ხაზგასმულია რომის კლუბის მხრიდან გავრცელებულ ამ განცხადებაში.

20 წლის თურქმა ფეხბურთელმა, რომის გულშემატკივრების ხმებით უკან ჩამოიტოვა ისეთი თანაკლუბელები, როგორებიც არიან  ალისონ ბეკერი და ფედერიკო ფაზიო და თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა



მსგავსი ინფორმაციები