თურქმა სპორტსმენებმა თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება პირველად მოიპოვეს

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის მეათე დღეს ფიგურულ სრიალში ყინულზე ცეკვის მოკლე პროგრამა გაიმართა

913273
თურქმა სპორტსმენებმა თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება პირველად მოიპოვეს

2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში თურქეთის წარმომადგენელმა ალისა აგაფონოვას და ალპერ უჩარის წყვილმა ყინულზე ცეკვის თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის მეათე დღეს ფიგურულ სრიალში ყინულზე ცეკვის მოკლე პროგრამა გაიმართა.

თურქმა სპორტსმენებმა ალისა აგაფონოვამ და ალერპ უჩარმა 59,42 ქულით მეოცე ადგილი დაიკავეს და ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში თავისუფალ პროგრამაში გადასული პირელი თურქი სპორტსმენები გახდნენ.

კანადელმა წყვილმა კი 83,67 ქულით მოკლე პროგრამა პირველა ადგილზე დაასრულა.

ფიგურულ სრიალში თავისუფალი პროგრამა ხვალ თურქეთის დროით 04.00 საათზე დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები