ევროპის საკალათბურთო ლიგაში მე-17 ტურის მატჩები მოეწყო
ორივე თურქულმა კლუბმა გაიმარჯვა
887543
ევროპის საკალათბურთო ლიგაში, რომლის სპონსორსაც თურქეთის საჰაერო ფლოტი THY წარმოადგენს, მე-17 ტურის მატჩები მოეწყო. მის ფარგლებში მოთამაშე თურქულმა კლუბმა, სტამბოლის ფენერბახჩე დოღუშმა 80:67 დაამარცხა ესპანური კლუბი ვალენსია და მეხუთე ადგილი შეინარჩუნა.
მეორე თურქულმა კლუბმა ანადოლუ ეფესმა კი სერბეთის კრასნაია ზვეზდა 104:95 დაამარცხა.
ლიგას კვლავ მოსკოვის ცსკა ლიდერობს, რომელმაც ბოლო მატჩში 107:81 დაამარცხა იტალიის ოლიმპია, ხოლო მეორე ადგილს საბერძნეთის ოლიმპიაკოსი იკავებს, რომელმაც ესპანეთის ბასკეთს 86:54 სძლია