საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 5 რუს სპორტსმენს სპორტული საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა

აერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 5 რუს სპორტსმენს, რომლებსაც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის მოხმარება დაუდგინდათ, სპორტული საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა

856670
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 5 რუს სპორტსმენს სპორტული საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC), 5 რუს სპორტსმენს, რომლებსაც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის მოხმარება დაუდგინდათ, სპორტული საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაკეთებული განცხადების თანახმად, სკელეტონის კატეგორიაში სერგეი ჩუდინოვს, ბობსლეიში ალექსეი ნეგოდაილოს და დიმიტრი ტრუნენკოვს, ბიატლონში იანა რომანოვას და ოლგა ვილუხინას სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენების გამო სპორტული საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ.

განცხადების მიხედვით, სპორტსმენების მიერ ოლიმპიადაზე მიღებული ხარისხებიც ჩამოერთვათ. სოჭში აღნიშნული სპორტსმენებიდან ნეგოდაილომ და ტრუნენკოვმა ოქროს, რომანოვამ და ვილუხინამ კი ვერცხლის მედლები მიპოვეს.  



მსგავსი ინფორმაციები