კონიასპორი მარსელს უმასპინძლებს

მატჩი ხვალ კონიის მერიის სტადიონზე გაიმართება და TRT 1-ის არხიდან პირდაპირ ეთერში გაშუქდება

852571
კონიასპორი მარსელს უმასპინძლებს

UEFA,  ევროთასის I  ჯგუფში მოთამაშე თურქული კლუბი, ატიკერ კონიასპორი ხვალ მეხუთე კვირის მატჩების ფარგლებში, საფრანგეთის წარმომადგენელ მარსელს მასპინძლობს. კონიის მერიის სტადიონზე გასამართი კონიასპორ-მარსელის მატჩი, რომელიც  თურქეთის დროით 21:00 საათზე დაიწყება, TRT 1-ის არხიდან პირდაპირ ეთერში გაშუქდება და მისი მთავარი მსაჯი, რუსეთის  ფეხბურთის ფედერაციიდან, სერგეი კარასევი იქნება. UEFA  ევროლიგაზე 1 ქულის მქონე კონიასპორი ხვალინდელ მატჩის მოგებას და ჯგუფიდან გასვლის შანსის შენარჩუნებას შეეცდება. ამ კლუბებს შორის საფრანგეთში გამართული პირველი შეხვედრა მარსელის სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. ევროთასის მეხუთე კვირის მატჩების ფარგლებში  I ჯგუფის ხვალ  ზალცბურგი გიმარაეშის უმასპინძლებს.  



მსგავსი ინფორმაციები