ბეშიქთაშმა მომდევნო ტურში გადასვლა გაინაღდა
ბეშიქთაშმა მომდევნო ტურში გადასვლა გაინაღდა
852332

გუშინ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე კვირის პირველი მატჩები გაიმართა. ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე, თურქული კლუბი ბეშიქთაში, რომელიც G ჯგუფში ასპარეზობს დაუმარცხებლად ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ბეშიქთაშმა გუშინ, სტამბოლის Vodafone Park-ის სტადიონზე, პორტუგალიის პორტუს უმასპინძლა რა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ამ შედეგით ბეშიქთაშმა ჯგუფური ბოლო მატჩის წინ 11 ქულით სასურველი პირველი ადგილი გაინაღდა და მომდევნო ტურში გადასვლის შანსიც მოიპოვა. ბეშიქთაშს მომდევნო ტურში გადასვლა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც მიულოცა.