ჩემპიონთა ლიგაში მე-4 ტურის მატჩები ჩატარდა

ყარაბაღმა ფრედ დაასრულა ატლეტიკოსთან

838348
ჩემპიონთა ლიგაში მე-4 ტურის მატჩები ჩატარდა

გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში, მე-4 ტურის მატჩები გაიმართა.

ა ჯგუფში მოთამაშე მანჩესტერ იუნაიტედს სტუმრად ჰყავდა პორტუგალიის ბენფიკა და 2:0 დაამარცხა.

ბ ჯგუფში პარიზის სენტ ეტიენმა ბელგიის ანდერლეხტი მიიღო და 5:0 მოუგო რა, გაინაღდა მომდევნო ტურში გასვლა. ამ თამაშში ფრანგმა კურზავამ სამი გოლის გატანით ჰეთ თრიკი გააკეთა. ამავე ჯგუფში მიუნხენის ბაიერნმა გასვლით მატჩში შოტლანდიის სელტიკი 2:1 დაამარცხა.

გ ჯგუფის ფავორიტმა იტალიის რომმა მშრალი ანგარიშით, 3:0 მოუგო ინგლისის ჩელსის და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ ჯგუფში მოთამაშე მადრიდის ატლეტიკომ კი ფრედ 1:1 დაასრულა აზერბაიჯანის ყარაბაღთან და ეს არის ჩემპიონთა ლიგაში აზერბაიჯანელი ფეხბურთელების პირველი გასვლითი ფრე.

დ ჯგუფში ორივე მაჩი ფრედ დასრულდა. ლიდერმა ბარსელონამ ფრედ, 0:0 დაასრულა საბერძნეთის ოლიმპიაკოსთან, ხოლო იტალიის იუვენტუსისა და პორტუგალიის სპორტინგის თამაში 1:1 დასრულდა   



მსგავსი ინფორმაციები