რიზა ქაიაალფი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რიზამ ფინალში ესტონელი ჰეიკი ნაბა 2-1 დაამარცხა

794873
რიზა ქაიაალფი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილის  ჭიდაობაში 130 კგ. წონით კატეგორიაში თურქი მოჭიდავე, რიზა ქაიაალფი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან, ფინალში გასვლამდე პირველ ტურში, უზბეკი მეტოქე, მუმინჟონ აბდულაევი 2-0, მეოთხედფინალში ბელარუსელი კირილ ჰრიშანკაი 3-1, ხოლო ნახევარფინალში კუბელი ოსკარ პინო ჰინდსი 2-1 დაამარცხა.  ქაიაალფმა ფინალში ესტონელ, ჰეიკი ნაბას დაუპირისპირდა და იგი 2-1 დაამარცხა რა, ბერძნულ-რომაული სტილში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. რიზას ეს გამარჯვება, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ოსმან აშქინ ბაქმა მიულოცეს.



მსგავსი ინფორმაციები