FİBA-ს ევროპის ჩემპიონატი დღეს იწყება
FİBA-ს ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 25 ივნისს გაიმართება.
753844
FİBA-ს 36-ე ევროპის ჩემპიონატი კალათბურთსი, რომელშიც თურქეთიც მონაწილეობს, დღეს იწყება. ჩემპიონატის მატჩები ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და ქალაქ გრადეც კრალოვე-ში გაიმართება. ჩემპიონატში 16 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. ჯგუფურ მატჩებში პირველ ადგილზე გამსვლელი კლუბები, პირდაპირ მეოთხედფინალში გავლენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გამსვლელი გუნდები შესარჩევ მატჩებს გამართავენ. ჯგუფური პირველი მატჩები 19 ივნისს დასრულდება, ხოლო მეორე ტურის მატჩები, 20 ივნისს დაიწყება. თურქეთის ეროვნული ნაკრები, რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს, პირველ მატჩს დღეს სლოვაკეთთან, ხვალ იტალიასთან, ხოლო 19-ში ბელარუსიასთან გამართავს. FİBA-ს ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 25 ივნისს გაიმართება.