ბოლო მეოთხედ ფინალისტი დღეს და ხვალ გახდება ცნობილი
პირველი მეოთხედფინალისტები გასულ კვირას გახდნენ ცნობილი
691054
დღეს და ხვალ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ოთხი საპასუხო მატჩი გაიმართება, რომლის შედეგების მიხედვით მიმდინარე სეზონის ბოლო მეოთხედფინალისტები ცნობილი გახდება. გასულ კვირას გამართულ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური საპასუხო მატჩების შედეგების მიხედვით მიუნხენის ბაიერნმა, დორტმუნდმა, მადრიდის რეალმა და ბარსელონამ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.