თურქეთმა ევრო 2024-ის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
ევრო 2024-ის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანა ხვალ მთავრდება
683447
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ (TFF) ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის უეფაში ოფიციალური განაცხადი წარადგინა. TFF-ს პრეზიდენტმა ილდირიმ დემირორენმა განაცხადი შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გენერალურ მდივან თეოდორ თეოდორის გადასცა. ევრო 2024-ის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანა ხვალ მთავრდება. ევრო 2024-ის მასპინძლობისათვის პრეტენდენტ ქვეყნებიდან გერმანიამაც განაცხადი ოფიციალურად შეიტანა.