ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა

დღეს, UEFA ევროლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება

673735
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა

გუშინ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში გერმანიის წარმომადგენელმა მიუნჰენის ბაიერნმა ინგლისის წარმომადგენელ არსენალს უმასპინძლა და იგი  გამანადგურებელი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ხოლო მეორე მატჩში ესპანეთის მადრიდის რეალმა იტალიის ნაპოლის უმასპინძლა და იგი 3-1 დაამარცხა.

დღეს, UEFA ევროლიგის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება, რომლის ფარგლებში თურქეთის წარმომადგენელი ფენერბახჩე რუსეთის კლუბ კრასნოდართან გამართავს გასვლით მატჩს. მატჩი თურქეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება და იგი TRT 1-ის  არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

დღეს ასევე თურქული კლუბებიდან ოსმანლისპორი საბერძნეთის ოლიმპიაკოსთან, ბეშიქთაში კი ისრაელის ბეერ შევასთან გამართავენ გასვლით მატჩებს.



მსგავსი ინფორმაციები